ქედის მუნიციპალიტეტი შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.
ქედის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 დაბა, 10 ტერიტორიული ორგანო და 64 სოფელი. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ქედის, დანდალოს, დოლოგანის, ზვარის, მახუნცეთის, მერისის, ოქტომბრის, პირველი მაისის, ცხმორისის და წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ქედის მუნიციპალიტეტის ფართობია 452 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 16 760 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 37,1 კაცი. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი ქედა. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ხარაულა (639), ქედიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ჭინკაძეები და ხარაულა (23 კმ.).
1 |
აბუქეთა |
17 |
ვარჯანისი |
33 |
მეძიბნა |
49 |
ქვედა აგარა |
2 |
აგოთა |
18 |
ზედა აგარა |
34 |
მილისი |
50 |
ქვედა ბზუბზუ |
3 |
არსენაული |
19 |
ზედა ბზუბზუ |
35 |
მოსიაშვილები |
51 |
ქვედა მახუნცეთი |
4 |
აქუცა |
20 |
ზედა მახუნცეთი |
36 |
ნამლისევი |
52 |
ქოსოფელი |
5 |
ახო |
21 |
ზენდილი |
37 |
ნამონასტრევი |
53 |
შევაბური |
6 |
ბალაძეები |
22 |
ზესოფელი |
38 |
ორცვა |
54 |
ჩეტკიძეები |
7 |
გარეტყე |
23 |
ზვარე |
39 |
ოქტომბერი |
55 |
ცხემნა |
8 |
გეგელიძეები |
24 |
ზუნდაგი |
40 |
პირველი მაისი |
56 |
ცხმორისი |
9 |
გობრონეთი |
25 |
ინაშარიძეები |
41 |
საბადური |
57 |
ძენწმანი |
10 |
გოგიაშვილები |
26 |
კანტაური |
42 |
სილიბაური |
58 |
წონიარისი |
11 |
გოგიძეები |
27 |
კვაშტა |
43 |
სირაბიძეები |
59 |
ჭალახმელა |
12 |
გულები |
28 |
კოკოტაური |
44 |
სიხალიძეები |
60 |
ჭინკაძეები |
13 |
გუნდაური |
29 |
კოლატაური |
45 |
ტაკიძეები |
61 |
ხარაულა |
14 |
დანდალო |
30 |
კორომხეთი |
46 |
ტიბეთა |
62 |
ხუნკუდა |
15 |
დალოგანი |
31 |
კუჭულა |
47 |
უჩხითი |
63 |
ჯალაბაშვილები |
16 |
ვაიო |
32 |
მერისი |
48 |
ქედა |
|
|
|